среда, 7 октября 2009 г.

saswavlo proeqti







პროექტის სახელი: ცამეტი ასურელი მამის ნაკვალებზე
პროექტის მოკლე აღწერა: ცამეტი ასურელი მამის დაარსებული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა
პროექტის სრული აღწერა: აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ცამეტი ასურელი მამის მიერ დაარსებული ეკლესია-მონასტრების მოლოცავს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეისწავლონ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, გაეცნონ იმ წმინდა მამათა ცხოვრებასა და მათ მიერ დაარსებული ტაძრების ისტორიას, რომლებმაც განუზომელი წვლილი შეიტანეს ქართული ისტორიულ-კულტურულიმემკვიდრეობის შექმნასა და ქარველთა სულიერი ფასეულობების ჩამოყალიბებაში. სამტრედიის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვრის მამა ზაქარია(მესხი)ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით მოსწავლეები მოიძიებენ ასურელ მამათა და მათ მიერ დაარსებულ ეკლესია-მონასტრების დაარსების ისტორიას;აღნიშნულ მასალაძე დაყრდნობით შეადგენენ სამარშუტო გეგმას და მოახდენენ ექსკურსიის ორგანიზებას. წმინდა ადგილების მოლოცვის მოლოცვის შემდეგ დაამუშავებენ მასალას და განათავსებენ სკოლის ვებ-გვერდზე.
პროექტში მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი(X-XIკლასი)
ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე(აპრილი-მაისი)
პროექტის შესაძლო აქტივობები:ცამეტი ასურელი მამისა და მათ მიერ დაარსებული ეკლესია-მონასტრების ისტორიის გაცნობა.
ეკლესია-მონასტერებისათვის შესაწირის შეგროვება
სამარშრუტო გეგმის შედგენა და ექსკურსიის ორგანიზება
ეკლესია -მონასტრების მოლოცვა
მასალების სრულიდამუშავება და სკოლის ვებ-გვერდზე ბანთავსება
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს; მოინახულებენ საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს,მოილოცავენ ეკლესია-მონასტრებს.
სარგებლობა სხვებისთვის: სკოლის ვებ-გვერდზე განთავსებული მოსწავლეთა მიერ დამუშევებული მასალები ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან: სამტრედიის №1 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლია ცინცაძე.
საგნებთან კავშირიპროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიის, ისტორიის, გეოგრაფიისდა ხელოვნების მასწავლებლები.
პროექტის ფა
სილიტატორი: ნანა მანჯგალაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nana.manjgaladze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: manjgaladze.blogspot.com